შიდა ქართლში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან
მოგვაწოდეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გამოჯანმრთელდა 34 პაციენტი. ხოლო
თვითიზოლაციიდან მოიხსნა 19 ადამიანი. თვითიზოლაციაში ამჟამად 531
ადამიანი იმყოფება.
რეგიონში ნინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში -1128-ია, მათ შორის - 231
პაციენტი სახლში მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების
464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა
- 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, გურია - 28, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397,
საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში
- 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი,
მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 231 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 -
აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 13.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 599-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 979 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 098 პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 000.