შიდა ქართლში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1116, მათ შორის - 268 პაციენტი
მკურნალობს სახლში.
თვითიზოლაციიდან მოიხსნა -23 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება
540 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 19,
ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189,
საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში
- 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი,
მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 -
აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 10.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი
ემსხვერპლა
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 003 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 125 პირი, აჭარაში - 1 226, იმერეთში - 1 012.