სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის
მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა სოფელ ხელთუბანში, რის
შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე გაიჭრა სანიაღვრე არხი.
სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: ახალშენი, ახალსოფელი,
ზეღდულეთი, ქვემო სობისი, ბერშუეთი და კირბალი.
,,ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების
სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ
სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი
ნაგავსაყრელი.'' - აღნიშნავენ კეთილმოწყობის სააგენტოში.