ხაშურში რეპეტიტორის კლასტერი გაჩნდა. ინფიცირებულია ერთი მოსწავლე,
რომელთან ერთადაც, რეპეტიტორთან 4 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე
დადის.
ხაშურის რესურსცენტრის უფროსი მოუწოდებს პედაგოგებს სახლშიც დაიცვან
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:
,,რასაც საქმიანობთ, ეს თქვენი შრომის, დაღლის და ჯაფის ფასია და
ვერავინ ვერასდროს დაგაყვედრით. თქვენი ნებაა გასწიოთ მომსახურება და
დარწმუნებული ვარ, ყველა საკუთარი ნებით ემზადება თქვენთან, მაგრამ
ცოვიდ-ის წინააღმდეგ სახლშიც დაიცავით რეკომენდაციები, გთხოვთ.
(პირბადე, დისტანცია, ოთახის განიავება.) ერთი რეპეტიტორის კლასტერით,
4 სხვადახვა სკოლაში გააჩნდა ინფექციის კერა.'' - აცხადებს
რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე.
დღევანდელი მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი
შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა
-1092, მათ შორის - 283 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 539 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა-46 ადამიანი. თვითიზოლაციიდან მოიხსნა -18 ადამიანი.