მაშველებმა ხაშურში, მდინარე ჭერათხევში ავტომობილით ჩარჩენილი სამი
მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.
სოფელ ალში მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას
ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, რომელთა მუშაობის
შედეგად მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს