ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თვითიზოლაცია 24
ადამიანს მოეხსნა.
ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1087-ს აღწევს, მათ შორის -
298 პაციენტი მკურნალობს სახლში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 530 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -
4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232,
საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში
- 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი,
მათგან თბილისში - 38, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 291 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 -
აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 077 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552, იმერეთში - 918.