ბოლო 24 საათში კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს
მონაცემები არ მოიცავს მხოლოდ ე.წ. წითელი ზონის სოფლებს: ქვემო
ჭალას, სამთავისსა და იგოეთს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში
გამოვლენილ შემთხვევებს.
როგორც კასპის საზოპგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბოლო
ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში ეპიდსიტუაცია
დასტაბილურდა.
,,წითელი ზონის'' სოფლებში 5 აპრილს 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
ხოლო 6 აპრილს არც ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება წინა დღეებს, 25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სამთავისსა
და ქვემო ჭალაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი სამთავისის ეკლესიის
სასულიერო პირებისგან და მრევლისგან (სულ 19 პირი) გავრცელდა.
7 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 41
ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თვითიზოლაცია 24
ადამიანს მოეხსნა.
ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1087-ს აღწევს, მათ შორის -
298 პაციენტი მკურნალობს სახლში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 530 ადამიანი.