დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67, იმერეთი - 59,
ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447,
საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში
- 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი,
მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 314 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 - თბილისში, 113 -
აჭარაში. 4 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 084-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.