დღეიდან, პენსიის წინსწრებით აღება პენსიორებს აღარ შეუძლიათ. ამის
შესახებ ლიბერთი ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც ბანკში განმარტავენ, თითოეული პენსიონერი თანხას, მხოლოდ,
გეგმა-გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრულ დღეებში მიიღებს.
"პენსია ჩარიცხვამდე" – ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის
სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი
იყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა სახელმწიფოს მიერ
საპენსიო/ სხვა სოციალური თანხის ჩარიცხვამდე კუთვნილი
პენსია/სოციალური გასაცემელი წინასწარ მიეღო.
"პენსია ჩარიცხვამდე" სერვისით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო
პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირს (გარდა დევნილთა და
სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომლის ყოველთვიური
პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრებოდა 45 ლარიდან 300 ლარამდე
მოცულობით.