ხაშურში 6 სკოლაში სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში
მიმდინარეობს, აქედან 3 სკოლა უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე, დანარჩენი
3 - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის ინფორმაციით, ქალაქის
კიდევ 2 სკოლაში დისტანციურ რეჟიმზე ცალკეული კლასები გადავიდნენ.
მისი განმარტებით, პრევენციურლი ღონისძიებებს საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ატარებენ.
უფრო კონკრეტულად:
დისტანციური
სწავლების რეჟიმში იმყოფებიან:
ხაშურის N6 საჯარო სკოლა - 13 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით;
ხაშურის N2 საჯარო სკოლა-20 აპრილის ჩათვლით;
სურამის N4 საჯარო სკოლა- 20 აპრილის ჩათვლით;
სატივის საჯარო სკოლა- 20 აპრილის ჩათლით;
ხაშურის N3 საჯარო სკოლა - 19 აპრილის ჩათვლით.
ქვიშხეთის საჯარო სკოლა- 14 აპრილის ჩათვლით.
რაც შეეხება ცალკეულ
კლასებს, ვითარება 2 სკოლაში ასეთია:
ხაშურის N4 საჯარო სკოლაში -18 აპრილის ჩათვლით;
ხაშურის N5 საჯარო სკოლაში - 17 აპრილის ჩათვლით;
,,გარდა ამისა, გრძელდება ყოველდღიური მონიტორინგი, სკოლებში
ცოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ არსებული მექანიზმების გამართული
ფუნქციონირების შემოწმებისთვის.'' - აცხადებს რესურსცენტრის
ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.