ასე გამოიყურება ახალი ხიდის კონსტრუქცია, რომელიც მდინარე მტკვარზე
უკვე ააშენეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალი მოაჯირები,
ადიდებული მტკვრის ტალღებს პირველად უმკლავდება.
უფლისციხესთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა შესაძლოა,
გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდეს.
კომპანია ,,კონსტრაქშენ სევირსმა'' თანხის 87% უკვე აითვისა.
ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდი დამკვეთს 2023 წელს უნდა
ჩაბარდეს. დამკვეთი საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის
სამინისტროა.
ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ჯამური
ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარია.
ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები -
ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში
მიმსვლელი ვიზიტორები იხილავენ.