დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73,
ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921,
საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში
- 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი,
მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 -
აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 389-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 908 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 366პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 437 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 024.