გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორში დღეს 22 გრადუსამდე
დათბება. იქროლებს სუსტი ქარი.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 18-19 გრადუსი
შენარჩუნდება, თუმცა ღამის საათებში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო ჰაერის
ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცემა.
ყველაზე ცხელი 15 აპრილი 1951 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის
ტემპერატურამ 29.7 გრადუსს მიაღწია, ხოლო ყველაზე ცივი დღე 1964 წელს
იყო. ამ დღეს ყინვა -3 გრადუსი დაფიქსირდა.