დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52,
ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -
5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548,
საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 381, აჭარაში - 391, იმერეთში - 361. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში - 224, აჭარაში
- 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი,
მათგან თბილისში - 62, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 400 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 - თბილისში, 177 -
აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 249, ხოლო აჭარაში - 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 380 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.