გორში ინტერნეტის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა. სილქნეტის
წარმომადგენლებმა მუშაობა დაასრულეს.
როგორც ირკვევა, სილქნეტის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიის
კაბელებიც დაზიანდა. დაზიანებული კაბელის ადგილას სხვა პროვაიდერი
კომპანიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
,,ჩვენ ვემსახურებით რაიონს, ქალაქს - არა. ჩვენი კაბელიც დაზიანებული
იყო. ვერ გეტყვით, სამშენებლო კომპანიის მუშაობის შედეგად დაზიანდა თუ
სხვა რამ იყო მიზეზი. ფაქტია, რომ დაზიანებულია '' - გვითხრა
სპეციალისტმა, რომელიც ქალაქის ცენტრში დაზიანებული კაბელის ადგილას
გვიან საღამომდე მუშაობდა.
მისი თქმით, სილქნეტის წარმომადგენლებმა უკვე დაასრულეს მუშაობა,
წინააღმდეგ შემთხვევაში ტერიტორიას არ დატოვებდნენ.
შეგახსენებთ, დღეს 1000-ზე მეტი აბონენტი გორში ინტერნეტის გარეშე
დარჩა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ქალაქის
ცენტრში მერიის დაკვეთით ქვაფენილებს აგებს, ინტერნეტის კაბელი
დააზიანეს.