გორში წმინდაწყლის დასახლებაში ათამდე კორპუსის მცხოვრებლებს დენის
მიწოდება შეუწყდათ.
ნადირაძის ქუჩაზე მდებარე საწარმოებიც ელექტროენერგიის გარეშე
დარჩნენ. მიზეზი დენის ავარიული გათიშვა გახდა.
ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი კორპუსის მრიცხველზე მოკლე
ჩართვა მოხდა და ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ, გამოიძახეს
ენეეგოპეოჯორჯიას წარმომადგენლებიც. მიმდინარეობს აღდგენითი
სამუშაოები.