დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57,
ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -
8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478,
საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში
- 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი,
მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 -
აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 915-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.