დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96,
ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი -
23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506,
საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში
- 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი,
მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9. 513 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 -
აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 237-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001.