კომენდანტის საათის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გორში ავარია
მოხდა.
საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, დაცვის პოლიციის შენობის წინ,
მოხდა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდა. დაშავებული
არავინაა.