დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71,
ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231,
საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 921, აჭარაში - 404, იმერეთში - 404. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 276, აჭარაში
- 70, იმერეთში -88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი,
მათგან თბილისში - 80, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 682 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 317 -
აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 225, ხოლო აჭარაში - 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 485 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 12 233 პირი, აჭარაში - 2 711, იმერეთში - 1 199.