დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 77,
ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, გურია - 15, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -
7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729,
საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში
- 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი,
მათგან თბილისში - 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. 717 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 - თბილისში, 287 -
აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 974 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 16 914 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 966 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 303 751-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.57%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 285 971-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 518 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 14 823 პირი, აჭარაში - 2 484, იმერეთში - 1 196.