ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ანტირაბიულ
კაბინეტს მიმართა ადამიანმა, რომელიც ღამურამ დაკბინა. პაციენტის
მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც
ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.
ამავე ცენტრის ცნობით, 6 თვეში თაგვით დაკბენილმა 4-მა მოქალაქემ
მიმართა, ხოლო კურდღელმა 11 ადამიანს უკბინა.
სულ ანტირაბიულ კაბინეტს (2020 წლის ივლისიდან დეკემბერის ჩათვლით)
347-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის ძაღლით დაკბენილი იყო 231, ხოლო
კატით 96; ღორით - 1.
ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მოქალაქეების ნახევარზე მეტი 15 წლის ზევით
ასაკის ადამიანია.