13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით
დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
გუშინ, 58 ადამიანს ტესტი ჩაუტარეს, სადანაც კოვიდი 7 მოქალაქეს
დაუდასტურდა.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა,
რომ გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.
ჯამში, პანდემიის დროს გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3004
ადამიანს აღწევს.
დე-ფაქტო რესპუბლიკაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით
3330 ადამიანი დაინფიცირდა.