ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე
თემურ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გორელი სპორტსმენი, 61 კგ წონით
კატეგორიაში ასპარეზობდა.
ვანიშვილმა ბულგარელ რასიმს 11-0 და მოლდაველ კოლესნიკს 10-0 მოუგო და
ნახევარ ფინალში გავიდა. თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) გერმანელი
მეგერლე 4-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ფინალში კი სომხეთის მოჭიდავე პაპიკიანი - 6:1 დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, რომ თემურ ვანიშვილი, 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 2018
წელსაც ფლობდა მედალს, კერძოდ ბრინჯაოს.