გორის საჯარო და კერძო სკოლების 1421 მეთორმეტეკლასელმა სწავლა
დაასრულა. დღეს ისინი ბოლო ზარს აღნიშნავენ.
წლევანდელი ,,ბოლო ზარი'', კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ
მე-12 კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით
ტარდება.
"სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი
რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად,
შესაძლებელია "ბოლო ზარის" ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12
კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის
ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა
ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია
სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი
ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია" -
აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
"საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია
მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო
წვეულებების, ბანკეტების გამართვა".
ფოტოზე: ვარიანის სკოლა, 20.05.2021