დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა - 43, იმერეთი - 27,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 6, გურია - 6, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 24, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546,
საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 060, აჭარაში - 400, იმერეთში - 503. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში
- 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220
პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 658
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 -
თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 6.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 626 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი
ემსხვერპლა.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 801 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 11 922 პირი, აჭარაში - 2 138, იმერეთში - 1 432.