,,პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ვირუსი გავრცელდა'' - აცხადებენ კომპანიაში
სოციალურ ქსელში სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
„კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს.
ამის გამო კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ ოფიციალურ გვერდზე
გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ
შეესაბამება.
"მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა
მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს
არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით
მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ
მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის
დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.