დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17,
ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358
საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში -
398.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ
შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311,
აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.
590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 -
თბილისში, 222- აჭარაში.
4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 867 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 350, პირი, აჭარაში - 1 086, იმერეთში - 969.