დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულია მხოლოდ დახურულ სივრცეში
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში,
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის
გაჩერებებზე.'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
"შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ღია სივრცეში პირბადეების ტარების
რეკომენდაცია ძალაში რჩება",- დაამატა მან.