გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობა გზებზე ორმოულების ამოვსების პროექტს
აპროტესტებს.
,,დაპირება იყო, რომ კაპიტალური გზა გაკეთდებოდა. ამის სანაცვლოდ,
ორმოულების ამოვსება დაიწყეს. ეს ჩვენი დაცინვაა'' - ამბობენ
დიცელები.
საპროტესტო აქციაზე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ტარიელ
მაისურაძე მივიდა. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალი
წლისთვისაა დაგეგმილი.
რაც შეეხება ორმოულებს, სამშენებლო კომპანია ძირითადად სოფლის
ცენტრალურ გზაზე მუშაობს.