24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს
24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის
შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცემა.
,,რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი
და დამატებით გავავრცელებთ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
,,ამ ეტაპზე, შიდა ქართლის მასშტაბით აცრილია 14 354 პირი, აქედან I
დოზით აცრილია 9 131 მოქალაქე და II დოზითაა აცრილი 5 223 პირი", -
აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის
წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი.