დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315,
ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი -
62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო
გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295
საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია
1 109 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, 1 989
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 23 655 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივლისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 982 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 021, იმერეთში - 2 325.