თბილისში, თანამშრომლებს შორის დაწყებული კონფლიქტი სასტიკი
მოვლელობით დასრულდა - 45 წლის მამაკაცს თანამშრომელმა თავში ჯერ
ჩაქუჩი ჩაარტყა, მოგვიანებით კი ყელი გამოჭრა.
ფაქტი ტკბილეულობის საწარმოში მოხდა. მოკლული გიორგი ბასიაშვილი სამი
შვილის მამაა, ის კასპში ცხოვრობდა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში,
პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის
და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის
შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ.
მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის
იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.