საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35
ადამიანი გარდაიცვალა
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი - 618,
ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59,
სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614
საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში -
973.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში - 612,
აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20.
3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619
- თბილისში, 1 298- აჭარაში.
43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 042 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 22 311, პირი, აჭარაში - 6 570, იმერეთში - 4 690