ცერონისელმა გიგი ყიფშიძემ 5 კგ-იანი ჰანტელებით 10 000 მოძრაობა შეასრულა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში მცხოვრები 28 წლის გიგი
ყიფშიძე მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
მან ორი ცალი 5-კილოგრამიანი ჰანტელით 10,000 მოძრაობა შეასრულა.
როგორც საქართველოს რეკორდმენთა ასოციაციაში აცხადებენ, ეს შედეგი
რეკორდია და გიგი ყიფშიძემ საერთო ჯამში 50,000 კილოგრამის აწევა
დააფიქსირა.