ახალი ამბები
გორში კიდევ ერთ სკვერში მოიპარეს საქანელა
11:51 / 02.09.2021
გორში, რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე სკვერში საქანელა მოიპარეს.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ საქანელების ქურდობები გახშირებულია.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მანამდე წმინდაწყალზე მდებარე ერთ-ერთი სკვერიდან საქანელები ორჯერ წაიღეს.