ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571
ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 570 493-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414,
ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი
- 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6
520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654,
აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
380 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.
2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032
- თბილისში, 631 - აჭარაში.
26 561 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.