ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 572 948-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249,
იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67,
სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123
საიდანაც:
6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში - 650,
აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
365 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30.
2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049
- თბილისში, 593 - აჭარაში.
24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 136 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 855, იმერეთში - 3 161.