ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1
028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80,
სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც:
4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში -
78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი,
მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 -
აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.