ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს,
რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და
ზონარი გაუყაროს.
ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია
აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი,
ხოლო ზონარის გაყრა - 1 ლარი ღირს.
,,ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში
ზონარის გაყრის მომსახურების შესყიდვა, საბუთების აკინძვა - 5 (ხუთი)
ლარი; ზონარის გაყრა 1.00 (ერთი) ლარი' - წერია ხელშეკრულებაში.
სამუშაოს შემსრულებელი უკვე მოძებნილია. მისი შესრულებული სამუშაო 8
ნოემბერს უნდა შეამოწმოს მერიის 3-მმა თანამშრომელმა. ესენია:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვებისა და მატერიალურტექნიკური
უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით
განმახორციელებელი პირი თინათინ ხაჩიძე;
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა მაჭარაშვილი;
3. ხაშურის მუნიციპლაიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოპფილების
მეორადი სტრუქტურული ერთეული განყოფილების ხელმძვანელი ირმა
ნოზაძე-ჩადუნელი.