ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, კორონავირუსით
გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში -
202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362,
ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი
- 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც:
6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში -
129, იმერეთში - 512.
43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 693 129.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.