აქცია პერფორმანსი გორში - ,,მადლობა - თავისუფლება მიშას" - წერეთლის
ქუჩაზე ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინიციატივით გაიმართა.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემოქმედს, რომელმაც ქვეყანა
გამოიყვანა უმძიმესი ეკონომიური კრიზისიდან, სწორედ გორიდან უნდა
გადაეხადოს მადლობა:
,,დღეს ეს ადამიანი აქ, გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და არის
პატიმარი. მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ გვაქვს დენი, ბევრს ეცინება
ამაზე, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა ოცნებამ ძლიერი
ქვეყანა ჩაიბარა'' - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ქუჩას, სადაც აქცია გაიმართა, სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის"
მმართველობის პერიოდში ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმრობაშია.