ავტობანზე დაშავებული ერთი არასრულწლოვანი ,,გორმედიდან'' თბილისში
გადაყავთ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბიმ გორის
მაცნეს განუცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
ავარია დაახლოებით 20 საათზე გორთან ახლოს მოხდა. დაშავდა 6 მგზავრი,
მათ შორის 4 არასრულწლოვანია.
თოვლისა და მკვეთრად დაბალი ტემპერატურის გამო, მთავარ მაგისტრალზე
თოვლის საფარი შენარჩუნებულია.