საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 17 იანვრის დილის
მდგომარეობით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა
თავისუფალია.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაწმენდითი
სამუშაოების შედეგად ავტობანზე გადაადგილება შესაძლებელია.
აღმისავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე შეზღუდვები მხოლოდ
გომი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით მოქმედებს. აქ მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მოძრაობა კვლავ აკრძალულია.