გორის მერიის 2020-21 წლების საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი სწავლობს.
სპეციალისტები მერიაში გასულ კვირას გამოჩნდნენ.
გორის მერიის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა 2022 წლის
გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
როგორც სახელმწიფო აუდიტის პრეს-სამსახურში გვითხრეს, ეს არის
გეგმიური შემოწმება, რომელიც სავარაუდოდ 2 თვეზე მეტ ხანს
გაგრძელდება.
გორში, მსგავსი სახის - ,,2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა'' 2014 წელს გამოქვეყნდა.
რაც შეეხება 2019 წელს, ამ დროს, სახელმწიფო აუდიტმა მხოლოდ
მუნიციპალური პროგრამები შეაფასა.
რას ნიშნავს საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი? აუდიტის მიზანია
2020-21 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის მოქმედ
კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის
შემოწმება.
მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებების ეკონომიურობისა და
მართლზომიერების შეფასება.
აუდიტი სწავლობს თუ როგორ შეადგინეს და შეასრულეს ბიუჯეტი; ასევე,
სახელმწიფო შესყიდვებს, ქონების განკარგვას და ა.შ.