ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 272 371.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3
357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი -
479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238
საიდანაც:
5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464,
აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182
- თბილისში, 565 - აჭარაში.
195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.