4 თებერვლის მონაცემებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტობითვის 13 კანდიდატი დარეგისტრიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ცესკო ავრცელებს. მისი
ხელმძღვანელის ცნობით, საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების
წარდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალია.
ეს კანდიდატებია:
1.
ვლადიმერ
ფუხაევი, - მუშაობს დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის
სამინისტროში.
2.
ალბერტ
ვალიევი - ბიზნესმენი.
3.
ზელიმ
ყაზიევი - შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი,
პარტია ,,მესიგის'' წევრი.
4.
ანატოლი
ჯიოევი, - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
5.
ნელი
გოგიჩაევა, - მწერალი, ნაფი ჯუსოითის პრემიიერ
ლაურეატი.
6.
ალან
კოზონოვი, - ,,სახალხო ერთობის'' წარმომადგენელი.
7.
ანატოლი
ბიბილოვი - მოქმედი პრეზიდენტი.
8.
ალან
გაგლოევი - პარტია ,,ნიხასის'' თავმჯდომარე.
9.
იბრაგიმ
გასიევი, - თავდაცვის მინისტრი.
10.
ჰარი
მულდაროვი - მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში.
11.
გენო
კაჯაევი - მხატვარი.
12.
დიმიტრი
ტასოევი - ,,ერთიანის ოსეთის'' წევრი, ყოფილი
დეპუტატი.
13.
ალექსანდრე
პლიევი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,სახალხო
პარტიის'' წარმომადგენელი.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები
2022 წლის 10 აპრილს გაიმართება.