ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული
მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
თანამშრომლების ცნობით, სახერხ საამქროს სალესი მოწყობილობაც
გააჩნდა.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი
სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრად გადამუშავებული
მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი.
დღს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 -
იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში.