ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ
ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები
გამოსცა.
ამის შესახებ პროკურორმა განცხადება
ტვიტერზე
გაავრცელა. კარიმ ხანმა შემდეგი შინაარსის განცხადება
გააკეთეა:
"დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის
დაპატიმრებაზე. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი
მიხაილ მინძაევი, რომელიც
2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
ჰამლეტ
გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით
მოცულ პერიოდში;
დავიდ გიორგის
ძე სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით
მოცულ პერიოდში".