ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 590 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 247
პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა,
აჭარა - 28,
იმერეთი - 81,
ქვემო ქართლი - 20,
შიდა ქართლი - 34,
გურია - 60,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46,
კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10,
სამცხე-ჯავახეთი - 5,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც,
714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 374, აჭარაში - 53, იმერეთში - 141. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში
- 107, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 301-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი
ემსხვერპლა.